logo_geo
eng_logo
„არც გვიგრძნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირია“ - ბიძინა ივანიშვილი აბასთუმანში ისვენებს
- +

24 აგვისტო. 2018. 01:46

 

სოციალური ქსელის მომხმარებელი გიგი გაჩეჩილაძე facebook-ზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე აბასთუმანში ისვენებს.

 

„უკვე მე-5 დღეა ერთად ვისვენებთ და გუშინ გავიგე, რომ თურმე ვიღაცა სასტუმროში არ შემოუშვა დაცვამ და გააგდოო.

 

„ჰოდა, ყველანაირი საწინააღმდეგო აზრი მისაღებია ჩემთვის თუ სამართლიანობის პრინციპებს ემსახურება, მაგრამ ეს ის შემთხვევა არაა ნამდვილად, რადგან მე-5 დღეა არც კი გვიგრძვნია, რომ ვინმე განსაკუთრებული პირია ჩვენთან ერთად სასტუმროში და ხალხიც ჩვეულებრივად მოძრაობს, ვისაც როგორ და სადაც უნდა.

 

„ალბათ, სხვა რომ ყოფილიყო მთელი ამ დღეების მანძილზე დახურავდა მთელ სასტუმროს და მართლა არავინ იქნებოდა მის გარდა, მაგრამ კიდევ ერთხელ - ეს ის შემთხვევა არაა.

 

„მგონია, რომ კრიტიკა ძალიან კარგია, განსაკუთრებით ჯანსაღი, მაგრამ თუ ამისათვის არანაირი საფუძველი არაა კარგით რა, ცოტა სხვა რამეზეც იფიქრეთ ან უბრაოლდ დაისვენეთ ეგეც ასწორებს.

 

„P.S. ამ ფოტოებს კიდევ ერთი დატვითვა აქვს. ბევრი სიახლეა ჩვენ ცხოვრებაში და ყველანარი წარმატებასთან ასოცირებული ენერგეტიკა გვჭირდება ნამდვილად", - წერს გიგი გაჩეჩილაძე.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner