logo_geo
eng_logo
გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლებს შესაძლოა, ერთწლიანი სავალდებულო სამსახურის გავლა მოუწიოთ
- +

25 აგვისტო. 2018. 17:18

 

„ერთწლიანი სავალდებულო სამსახური ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს გერმანულ საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირებაში დაეხმარება“, - ამის შესახებ მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა.

 

„თუ ლტოლვილები, ნებაყოფლობით ან იძულების წესით ერთი წელი იმსახურებენ, ეს სახელმწიფო საქმეებსა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას წაადგება. ამავდროულად, ეს საზოგადოებაში ლტოლვილების რეპუტაციასაც აამაღლებდა“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა.

 

მისივე თქმით, გერმანიის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამსახურის დაბრუნების იდეამ პარტიაში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.

 

შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიული სამსახური გერმანიაში 2011 წლის 1 ივლისს გაუქმდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner