„ერთწლიანი სავალდებულო სამსახური ლტოლვილებს და თავშესაფრის მაძიებლებს გერმანულ საზოგადოებაში უკეთესად ინტეგრირებაში დაეხმარება“, - ამის შესახებ მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა განაცხადა.
„თუ ლტოლვილები, ნებაყოფლობით ან იძულების წესით ერთი წელი იმსახურებენ, ეს სახელმწიფო საქმეებსა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციას წაადგება. ამავდროულად, ეს საზოგადოებაში ლტოლვილების რეპუტაციასაც აამაღლებდა“, - განაცხადა „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ გენერალურმა მდივანმა.
მისივე თქმით, გერმანიის მოქალაქეებისთვის სავალდებულო სამსახურის დაბრუნების იდეამ პარტიაში დიდი მხარდაჭერა მოიპოვა.
შეგახსენებთ, რომ სავალდებულო სამხედრო ან ალტერნატიული სამსახური გერმანიაში 2011 წლის 1 ივლისს გაუქმდა.