logo_geo
eng_logo
პროკურორის თქმით, სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული პატიმრობაში მომატებული საფრთხეების გამო დატოვეს
- +

27 აგვისტო. 2018. 17:15

 

სმიტების ოჯახის წევრების მკვლელობის საქმის პროკურორის არჩილ ბედუკაძის განცხადებით, საქმეში ახალი გარემოებები და მტკიცებულებები არსებობს, თუმცა ამის შესახებ დღეს ვერ ისაუბრებს და ყველა მტკიცებულება საქმის არსებით განხილვაზე იქნება გამოკვლეული. რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების ძალაში დატოვებას, რომლის თანახმადაც ბრალდებული კობაური დღეს პატიმრობაში დარჩა, პროკურორის თქმით, ის საფრთხეები, რომლითაც მას პირველ პროცესზე პატიმრობა შეეფარდა, არათუ შენარჩუნებული, არამედ გაზრდილია.

 

„დაცვის მხარემ პროცესზე მოითხოვა, რომ გაუქმებულიყო მთლიანად შერჩეული აღმკვეთი ღონისძიების სახე. ჩვენი პოზიცია ითვალისწინებდა იმ აღმკვეთი ღონისძიების შენარჩუნებას, რაც შეფარდებული აქვს. არანაირი ახალი გარემოება არ არსებობდა იმისთვის, რომ პატიმრობა შეცვლილიყო. ის საფრთხეები, რის გამოც ბრალდებულს პირველივე სხდომაზე შეეფარდა პატიმრობა, ყველა ძალაშია, პირიქით, სხვა საფრთხეებიც მომატებულია სხვადასხვა მტკიცებულებიდან გამომდინარე. ამის საფუძველზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და პატიმრობის შესახებ აღმკვეთი ღონისძიება დატოვა ძალაში. ეს საფრთხეებია - მიმალვის საფრთხე, სხვა დანაშაულის ჩადენის საფრთხე, მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე და ა.შ.“, - განაცხადა ბედუკაძემ.

 

შეგახსენებთ, რომ მალხაზ კობაურს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“, მე-2 ნაწილის „ბ“, მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით, სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით, დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის და ორი პირის განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი.

 

19 წლის მწყემსს ხადას ხეობაში ამერიკელი ცოლ-ქმრისა და მათი 4 წლის შვილის მკვლელობა ედება ბრალად.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner