logo_geo
eng_logo
სერგეი ლავროვი: აშშ არათანმიმდევრულად იქცევა...
- +

28 აგვისტო. 2018. 13:25

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები, რომელიც მოსკოვთან დიალოგის მზაობას აცხადებს, რუსეთისთვის სანქციების დაწესებით არათანმიმდევრულად იქცევა.

 

„მიუხედავად ამერიკელების განცხადებებისა, რომ მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, ჩვენ კვლავ ვხედავთ მათი მხრიდან არამეგობრულ ნაბიჯებს, რაც ისედაც რთულ სიტუაციას უფრო ამწვავებს. 8 აგვისტოს გამოცხადდა ახალი ზომები რუსეთის წინააღმდეგ იმ საბაბით, რომ თითქოსდა ჩვენ კავშირი გვაქვს სკრიპალების საქმესთან“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა. 

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-ს ადმინისტრაციის მიერ სერგეი სკრიპალის საქმეზე რუსეთისთვის დაწესებული ახალი სანქციები ძალაში შევიდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტში მიიჩნევენ, რომ ГРУ-ს ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის იულია სკრიპალის ინგლისში, ქალაქ სოლსბერიში მოწამვლით რუსეთმა ქიმიური და ბიოლოგიური იარაღის კონტროლისა და მისი გამოყენების აკრძალვის შესახებ აშშ-ს კანონი დაარღვია.

 

სანქციების პირველი ნაწილი, რომელიც გუშინ ამოქმედდა, ითვალისწინებს რუსეთისთვის ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მიწოდებისა და აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სფეროსთან დაკავშირებული ტექნოლოგიების რუსეთში ექსპორტის აკრძალვას. ასევე იკრძალება რუსეთისთვის ნავთობისა და გაზის დარგში ტექნოლოგიებისა და კომპონენტების მიწოდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner