logo_geo
eng_logo
შსს-მ გაუპატიურების ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე ცხელ კვალზე დააკავა
- +

28 აგვისტო. 2018. 19:09

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გაუპატიურების ბრალდებით, უცხო ქვეყნის მოქალაქე, 1995 წელს დაბადებული ა.ა. დააკავეს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 27 აგვისტოს ზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში, თ.ტ-თან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში,  სქესობრივი კავშირი იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევიდან რამდენიმე საათში თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.

 

გამოძიება გაუპატიურების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner