logo_geo
eng_logo
ლონდონის ერთ-ერთ ბიზნესცენტრში საეჭვო საგანი პოლიციამ ააფეთქა
- +

28 აგვისტო. 2018. 20:37

 

 

ლონდონის ბიზნესცენტრში, სადაც საეჭვო შეფუთვა აღმოაჩინეს, განგაში გამოცხადდა. მოქალაქეებს ტერიტორია დაატოვებინეს.

 

ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა შეფუთვა რობოტექნიკის საშუალებით ააფეთქეს. ის საფრთხის შემცველი არ აღმოჩნდა.

 

პოლიცია არ ასახელებს, რას შეიცავდა შეფუთვა. მომხდარის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული საფეხმავლო ხიდი დროებით დაიხურა. ამ დროისთვის, ბიზნესცენტრში მოქალაქეთა გადაადგილება შეზღუდული აღარ არის.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner