logo_geo
eng_logo
რუსეთი: ამერიკელებმა პალმირას ასაღებად ტერორისტებს იარაღი გადასცეს
- +

1 სექტემბერი. 2018. 19:00

 

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, პალმირასთან დაკავებული მებრძოლების თქმით, ისინი ამერიკელი ინსტრუქტორების ხელმძღვანელობით და მათ მიერ გადაცემული იარაღით მოქმედებდნენ.

 

უწყების ცნობით, შაბათ დილით, პალმირადან 36 კილომეტრში სირიის არმია მებრძოლების ჯგუფს შეეტაკა, რომლებიც „დასახლებულ პუნქტ ეტ-ტანფში შეჭრას და შემდგომ პალმირაში შესვლას“ გეგმავდნენ. ჩვენება ორმა მებრძოლმა მისცა, რომლებიც მძევლად აიყვანეს. შეტაკებისას ორი ადამიანი დაიღუპა.

 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ მებრძოლები პალმირას რეგიონთან ტერაქტების სერიას გეგმავდნენ და მებრძოლები ამის განხორციელებას ამერიკელი ხელმძღვანელობის ინსტრუქციით აპირებდნენ.

 

აშშ-ში ამის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner