logo_geo
eng_logo
ჯორჯ ბუში: ჯონ მაკკეინი დავიწყებულ ადგილებსა და დავიწყებულ ხალხზე ზრუნავდა
- +

2 სექტემბერი. 2018. 01:50

 

 

„ჯონ მაკკეინმა საკუთარი ცხოვრება მთლიანად სამშობლოს მიუძღვნა. ძალიან მამაცი და გულწრფელი იყო“, - ამის შესახებ ჯორჯ ბუშმა სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი პატივის მიგების ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ამერიკის შეერთებული შტატების ექს-პრეზიდენტის თქმით, ჯონ მაკკეინთან მეგობრობა მისთვის უდიდესი პატივია.

 

„ზოგი ადამიანის ცხოვრება იმდენად შთამბეჭდავია, რომ რთულია ვერ შეამჩნიო. მან თავისი გზა ვიეტნამიდან სენატამდე გაიარა. ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან მეგობრობა და ძალიან მენატრება. ჯონ მაკკეინმა საკუთარი ცხოვრება მთლიანად სამშობლოს მიუძღვნა. ძალიან მამაცი და გულწრფელი იყო. უყვარდა თავისუფლება და პატივს სცემდა თანასწორობას. დავიწყებულ ადგილებსა და დავიწყებულ ხალხზე ზრუნავდა. ის ქვეყანას ექვსი ათწლეული ემსახურა“, - განაცხადა ჯორჯ ბუშმა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner