გერმანიაში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელიც კონტრაქციის მონაწილეებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. პოლიციის ცნობით, აქციაზე 300-მდე დემონსტრანტი დააკავეს, 11 პირი კი დაშავდა.
გერმანიის ქალაქ კემნიცში დემონსტრაციაზე შეკრებილები ქვეყნიდან მიგრანტების გაძევებას ითხოვდნენ. აქციას ულტრამემარჯვენე და ნაციონალისტური ჯგუფებიც შეუერთდნენ. ნაციონალისტების დემონსტრაციის პარალელურად, კონტრაქცია გამართეს ანტიფაშისტებმა, რომლებიც ლიბერალურ საიმიგრაციო პოლიტიკას ემხრობიან.
ამის მიზეზი კი ისაა, რომ 25 აგვისტოს საღამოს ქალაქ კემნიცში თავშესაფრის ორმა მაძიებელმა 21 წლის ერაყელმა და 23 წლის სირიელმა ფიზიკური დაპირისპირებისას გერმანიის მოქალაქე, 35 წლის კაცი მოკლეს, ორი კი დაჭრეს.
ორივე ბრალდებული დაკავებულია. თუმცა, ქალაქში ბოლო 1 კვირაა დემონსტრაციები არ წყდება.