თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, ანკარა და მოსკოვი ერთმანეტთან ვაჭრობისას დოლარზე უარის თქმის შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ Deutsche Welle AFP-ზე დაყრდნობით წერს.
ბიშკეკში მიმდინარე თურქულ-ყირგიზულ ფორუმზე რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მომავალში რუსეთთან და სხვა ქვეყნებთან ვაჭრობისას დოლარის გამოყენებას შეწყვეტს.
„დოლარის გამოყენება მხოლოდ გვაზიანებს, თანდათან დოლარის მონოპოლიას ბოლო უნდა მოეღოს"- აღნიშნა თურქეთის პირველმა პირმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ ერაყი და ირანი ერთმანეთთან ვაჭრობისას დოლარს აღარ გამოიყენებენ.
აგვისტოს დასაწყისში შეერთებულმა შტატებმა ორ თურქ მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. მიზეზი პასტორ ენდრიუ ბრანსონის პატიმრობაში დატოვება გახდა.
თურქეთსა და ვაშინგტონს შორის ალუმინსა და ფოლადზე ტარიფების გაორმაგებას მოჰყვა ლირის კურსის ვარდნა, რის შემდეგაც ოფიციალურმა ანკარამ ვაშინგტონი ეკონომიკური ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა.