logo_geo
eng_logo
ბაღდადში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა
- +

12 მაისი. 2016. 10:24


„BBC"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის დედაქალაქ ბაღდადში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 93-მდე გაიზარდა.



აფეთქება შიიტებით დასახლებულ უბანში, ხალხმრავალ ბაზართან მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ავტომობილში იყო განთავსებული. მოგვიანებით ორმა თვითმკვლელმა ტერორისტმა პოლიციის პუნქტებთან აიფეთქა თავი. მომხდარზე პასუხისმგებლობა ე.წ. „ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.



ერაყში თავდასხმებს აღნიშნული ექსტრემისტული დაჯგუფება ხშირად ახორციელებს. თუმცა, გუშინდელი ტერაქტების სერია წელს ყველაზე მასშტაბური იყო.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner