logo_geo
eng_logo
შსს: მაქარაშვილის მიერ პირდაპირ ეთერში მარიხუანის მოწევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა!
- +

5 სექტემბერი. 2018. 03:38

 

 

ჟურნალისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემა „თავისუფალი სივრცის“ პირდაპირ ეთერში მარიხუანა მოწია. გადაცემის წამყვანის თქმით, ამის გამო სტუდიაში მყოფმა კიდევ ერთმა სტუმარმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ პოლიცია გამოიძახა. გადაცემაში დისკუსია მარიხუანას დეკრიმინალიზაციის თემაზე მიმდინარეობდა.

 

როგორც „აიპრესთან“ შსს-ში განაცხადეს, „მის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას, კერძოდ კანონით იკრძალება ამ ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ. აღსრულებაზე პასუხისმგებელი არის ჯანდაცვის სამინისტრო, ამიტომ ამ ყველაფერს აღასრულებს ჯანდაცვის სამინისტრო“.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner