logo_geo
eng_logo
განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 სექტემბერი. 2018. 16:51

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული ლ.კ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, ქ.თბილისში ლ.კ-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, განზრახ მოკვლის მიზნით გ.ა-ს გულმკერდის არეში დანით ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გ.ა-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო. დროული სამედიცინო დახმარების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.

 

სამართალდამცავებმა ლ.კ. 2018 წლის 10 თებერვალს თბილისში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ ლ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner