logo_geo 08:59
ხუთშაბათი. 20 მარტი. 2025
eng_logo
გიორგი გახარია: მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში
- +

12 სექტემბერი. 2018. 13:55

 

შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას თქმით, მარიხუანის მოხმარება არ იქნება დასჯადი მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში.

 

როგორც მინისტრმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული ახალი საკანონმდებლო ინიციატივის შესახებ საუბრისას აღნიშნა, „საკონსტიტუციო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების ლოგიკიდან გამომდინარე, ჩვენი ნარკოპოლიტიკის კონტექსტში გახდა აუცილებელი მოხდეს მარიხუანას მოხმარების შინაარსობრივი და ეფექტური რეგულირება“.

 

გახარიას თქმით, ამ ნაწილში გატარდა გარკვეული სამუშაოები.

 

მინისტრი ამბობს, რომ მიღწეულია კანონის ისეთი ხარისხი, რომელიც ეფექტური რეგულირების საშუალებას იძლევა.

 

„რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების არეალი მაქსიმალურად შემცირებული იქნება. ეს ნიშნავს იმას, რომ მარიხუანას მოხმარება არ იქნება დასჯადი, მხოლოდ და მხოლოდ პირად სივრცეში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up