logo_geo
eng_logo
ზუგდიდის მერის ყოფილი მოადგილე გია გულორდავა ხვალ სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული
- +

13 სექტემბერი. 2018. 22:28

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ყოფილი პირველი მოადგილე, გია გულორდავა ხვალ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე დაიბარეს.

 

ამის შესახებ პირველ არხს სუს-ის პრესსამსახურში განუცხადეს.

 

მათივე ცნობით, გულორდავა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ე.წ. მოდულის შენობაში 11:00 საათზეა დაბარებული.

 

ზუგდიდის ყოფილი მერის, ლაშა გოგიას მიმართ სუს-მა გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე დაიწყო.

 

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაწყებულია გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლით“, – განაცხადეს სუს-ში.

 

არსებული ინფორმაციით, საქმე ეხება ერთ-ერთი ბიზნესმენისგან ქრთამის აღებას მიწის დაკანონების სანაცვლოდ.

 

სავარაუდოდ სწორედ აღნიშნული მიზეზით დატოვა ლაშა გოგიამ მერის თანამდებობა. დღეს კი ცნობილი გახდა, რომ თანამდებობა გია გულორდავამაც დატოვა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner