ზუგდიდის ყოფილმა მერმა ლაშა გოგიამ, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა, ცოტა ხნის წინ უწყება დატოვა. ლაშა გოგია გამომძიებლების კითხვებს მთელი დღის განმავლობაში პასუხობდა.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა და მხოლოდ ერთი სიტყვით - „ორშაბათს“ შემოიფარგლა.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება 338-ე მუხლით დაიწყო, რაც ქრთამის აღებას გულისხმობს.