შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს. როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, როგორც კი კითხვის ნიშნები ჩნდება ყოფილ ან მოქმედ ჩინოვნიკზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს.
„როგორც კი ჩნდება გარკვეული კითხვის ნიშნები, განსაკუთრებით იმ ადამიანთან რომელიც იყო ან არის ჩინოვნიკი, გამოძიება უნდა დაიწყოს და რაც შეიძლება მალე დადგინდეს ყველაფერი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.