logo_geo
eng_logo
თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე პოლიციამ ორი პირი დააკავა
- +

22 სექტემბერი. 2018. 02:32

 

 

თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე, სადაც პოლიციაა მობილიზებული, რამდენიმე წუთის წინ კიდევ ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ადგილიდან პირველი არხის კორესპონდენტი იტყობინება.

 

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

 

ცოტა ხნის წინ, ყიფშიძეზე პოლიციამ ერთი პირი უკვე დააკავა. პირველი არხის ინფორმაციით, პოლიციელების სპეცოპერაცია სავარაუდოდ გუშინ, ვაკეში მომხდარი დაჭრის ფაქტს უკავშირდება. შსს-ში ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ.

 

გუშინ ვაკეში, ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. მომხდარზე გამოძიება შსს-მ სსკ-ის ორი მუხლით დაიწყო – ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება (117-ე) და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარება (236-ე).

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner