logo_geo 09:47
ხუთშაბათი. 20 მარტი. 2025
eng_logo
შსს-მ ფოთში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

22 სექტემბერი. 2018. 13:25

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ფოთის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული ფ.შ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 3,1204 გრამი ჰეროინი, ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინის“ 13 აბი და 6 ნატეხი ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up