logo_geo
eng_logo
საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის 28 ფაქტი გამოვლინდა
- +

26 სექტემბერი. 2018. 11:23

 

 

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა,  მიმდინარე წლის განმავლობაში, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მეწარმე სუბიექტების მხრიდან, საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური გარიგებით, ქონების გადამალვის 28  ფაქტი გამოავლინა“, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიების პროცესში მოპოვებული უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა,  რომ  ზემოხსენებული მეწარმე სუბიექტები, რომლებსაც  ჩატარებული საგადასახადო შემოწმებებისა და ინვენტარიზაციის შედეგად, ბიუჯეტის სასარგებლოდ ერიცხებოდათ დიდი ოდენობით თანხები, საგადასახადო ვალდებულებისგან თავის არიდების მიზნით, თვალთმაქცური და მოჩვენებითი გარიგების გზით, სისტემატურად ახორციელებდნენ მათზე რიცხული ქონების ოჯახის წევრებისა და ახლობლების სახელზე ფიქტიურად რეგისტრირებულ საწარმოებზე გასხვისებას. აღნიშნული ქმედების შედეგად, საგადასახადო ორგანოები  ვეღარ ახდენდნენ ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხული გადასახადების და ჯარიმების იძულების წესით ამოღებას.

 

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა,  აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ბრალდებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე პრიმა მუხლით 28 მეწარმე სუბიექტი პასუხისგებაში მისცა“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner