პარლამენტთან აქციაზე ორი პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს
-
+
27 სექტემბერი. 2018. 01:07
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციაზე ორი პირი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააკავეს.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაშია აღნიშნული, დაკავებისას ერთ-ერთმა მათგანმა პოლიციის ავტომობილის საქარე მინა დააზიანა.
„თბილისში რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის მიმდებარედ ჩადენილი ხულიგნობისა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ადმინისტრაციული წესით 166-173 მუხლებით დაკავებულია ორი პირი: ნ.კ. და გ.ფ.
დაკავებისას გ.ფ.-მ დააზიანა საპატრულო პოლიციის ავტომობილის საქარე მინა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187 მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.