logo_geo
eng_logo
ვარლამ ლიპარტელიანი: სპორტსმენი ბავშვები არ ძალადობენ!
- +

28 სექტემბერი. 2018. 21:36

 

 

სოციალური პროექტის „ძლიერები არ ძალადობენ“ ეგიდით, სკოლა „აიბი მთიებს“ საკალათბურთო გუნდის, „ტიტების“ წევრები და კამპანიის კეთილი ნების ელჩები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე და ძიუდოს ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი ეწვივნენ. ისინი მოზარდებს მათ ჯანსაღი ცხოვრების წესის, ასევე, დისკრიმინაციისა და ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობის შესახებ ესაუბრნენ.

 

სოციალური პროექტი – „ძლიერები არ ძალადობენ“, სლოგანით – „არ დაჩაგრო, იზრუნე“ – ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის იდეის გარშემო რამდენიმე უმნიშვნელოვანეს მიზანს აერთიანებს. ახალგაზრდა თაობაში ისეთი ფასეულობების დამკვიდრებას, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, ადამიანის უფლებები და ურთიერთპატივისცემა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და სამოქალაქო საზოგადოების, ასევე სპორტული სამყაროს კონსოლიდირებას ბულინგის, ჩაგვრის და ძალადობის წინააღმდეგ.

 

კამპანიას კეთილი ნების ელჩების სტატუსით წარმატებული სპორტსმენები, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები და ბიზნესკომპანიების წარმომადგენლები შეუერთდნენ, მათ შორის – ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი), გურამ კაშია, გიორგი ლომაია, ლაშა ტალახაძე, ნიკოლოზ ბასილაშვილი, ნინა თიბილაშვილი, ირმა ხეცურიანი და სხვები.

 

შეხვედრის დასასრულს, საკალათბურთო გუნდის წევრებისა და სკოლა „აიბი მთიების“ მოსწავლეებმა ამხანაგური საკალათბურთო მატჩი გამართეს.

 

„ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ სპორტში ბავშების ჩართულობის გაზრდა აუცილებელია. მოვუწოდებ მშობლებს, რომ შვილები სპორტით დააკავონ. ასე ბავშვები ავის ალას სპორტში გამოიყენებენ და არა – ძალადობაში“ – ამბობს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების კაპიტანი ვარლამ ლიპარტელიანი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner