logo_geo
eng_logo
საქართველოს ნაკრებმა ანდორა ანგარიშით 3:0 დაამარცხა
- +

13 ოქტომბერი. 2018. 22:09

 

 

თბილისის ბორის პაიჭაძის სახელობის დინამო არენაზე უეფას ერთა ლიგის მატჩში საქართველოსა და ანდორის ეროვნულ გუნდებს შორის შეხვედრა საქართველოს ნაკრების გამარჯვებით დასრულდა.

 

ქართველებმა მეტოქეს 3:0 მოუგეს.

 

ანგარიში პირველ ტაიმში  33-ე წუთზე ვაკო ყაზაიშვილმა გახსნა, რომელმაც მეორე ტაიმში დუბლი შეასრულა.  დამატებითი დროის ბოლოს წამებზე კაკაბაძის გადაცემის შემდეგ, მესამე გოლი კანკავამ თავით გაიტანა. სრული მატჩის მიმდინარეობისას, მოედანზე თამაშის უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner