logo_geo
eng_logo
პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ გაწირეს და კალანდიას დაჭერასაც აპირებენ
- +

16 ოქტომბერი. 2018. 16:02

 

მთავარმა პროკურატურამ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, მირზა სუბელიანის ჩანაწერები გამოაქვეყნა.

 

მიზრა სუბელიანი: „კაი რა, ბოლომდე მწირავენ, ვერ ხედავ? უკვე ყველაფერზე მიდიან.  ბავშვზე, კალანდიაზე უნდათ გასვლა. ამ ბავშვის გაწირვა და დაჭერა უნდათ, ატყობ, რეებს აკეთებენ?!  იმ დონეზე არიან, რომ მტკიცებულებების გაყალბებაზე  მიდიან. ყველაფერს ანგრევენ. ამ ბავშვის გაწირვა როგორ დავუშვა? ყველაფერი გავაკეთე და რა მივიღე?  უკვე დანგრეული აქვს ცხოვრება, მისთვის უკვე რა აზრი აქვს, სად იქნება... დაჭერა უნდათ, დაიჭირონ, მაგრამ სწორი იქნება? ცხოვრება აღარ აქვთ, რა დღეში არიან ჩემები, პროსტა, შენ  მაინც ხომ იცი?  ამ ბავშვს პატრონიც აღარ ჰყავს... არც ჩემებს ჰყავს და არც არავის....“

 

უწყებაში ჩანაწერებთან დაკავშირებით ბრიფინგი ჩატარდა.

 

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავასაჯაროოთ 2018 წლის 6 ივლისით დათარიღებული აუდიომასალაც, რომელზეც სავარაუდოდ კვლავ მირზა სუბელიანის და ვიქტორ ჯაფარიძის საუბარია ჩაწერილი“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner