-
+
28 ოქტომბერი. 2018. 11:26
„პროკურატურამ ზაზა სარალიძეს ბრალი წარუდგინა, თუმცა, სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოეხსნა“, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.
„ახლა ვიმყოფები საავადმყოფოში, სადაც სარალიძე ამ დრომდე რჩება. მას ბრალი წარუდგინეს 353-ე პრიმას პირველი ნაწილით, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება“, - განაცხადა ლონდარიძემ.
ამასთან, ინგოროყვას საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ზაზა სარალიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა, ის საავადმყოფოში რჩება.
წყარო :