logo_geo
eng_logo
შავდათუაშვილმა მაციასი დაამარცხა და ფინალში გავიდა
- +

28 ოქტომბერი. 2018. 15:47

 

აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია.

 

ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთით ადრე ორივე ძიუდოისტს თითო ილეთი ჰქონდა შესრულებული. შეხვედრის ბოლო წამებზე შავდათუაშვილი გააქტიურდა, მაციასს ილეთი კიდევ ერთხელ გაუკეთა და ტურნირის ფინალში გავიდა.

 

საგულისხმოა, რომ შავდათუაშვილმა დღის ოთხივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო.

 

აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი აკილ გიაკოვას დაუპირისპირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner