აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ნახევარფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი შვედ ტომი მაციასს დაუპირისპირდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია.
ორთაბრძოლის დასრულებამდე წუთით ადრე ორივე ძიუდოისტს თითო ილეთი ჰქონდა შესრულებული. შეხვედრის ბოლო წამებზე შავდათუაშვილი გააქტიურდა, მაციასს ილეთი კიდევ ერთხელ გაუკეთა და ტურნირის ფინალში გავიდა.
საგულისხმოა, რომ შავდათუაშვილმა დღის ოთხივე ორთაბრძოლა იპონით მოიგო.
აბუ-დაბის „გრანდ სლემის“ ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი აკილ გიაკოვას დაუპირისპირდება.