logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: არჩევნების პერიოდში 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული
- +

30 ოქტომბერი. 2018. 12:53

 

შინაგანს საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა არჩევნების პერიოდში აღმოჩენილ დარღვევებზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

 

„არჩევნების პერიოდში დარღვევის ფაქტების პრაქტიკულად ყველა საქმე ბოლომდეა მიყვანილი. 15-მდე პირია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. როგორც ზოგიერთი პირი ოპოზიციური პარტიიდან, ისე მმართველი გუნდის მხარდამჭერები. ჩვენ ვცდილობდით როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ისე მისი მიმდინარეობის დროს, რომ როგორც სამართალდამცველ უწყებას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპი შეგვენარჩუნებინა.  რაც შეეხება არჩევნების დღეს მომხდარ ინცინდენტებს, რამდენიმე ფაქტზე დაიწყო გამოძიება. 10-ზე მეტი ფაქტია ამ მდგომარეობით. მათ შორის კასპის შემთხვევა და მარნეული, სადაც 2 პირი იმავე დღეს დავაკავეთ ადმინისტრაციული წესით, ერთი იყო „ნაციონალური მოძრაობის“, ხოლო მეორე „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი. გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ ახლა ვაწარმოებთ იმ პირების გამოკითხვას, რომლებიც არჩევნების დღეს უბრალოდ არ მოვწყვიტეთ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და არ გვინდოდა, პროცესები ჩაგვეშალა. როგორც კი ბოლომდე მივიყვანთ გამოძიებას და შედეგები გვექნება, დამატებით გაცნობებთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner