logo_geo 12:38
კვირა. 23 მარტი. 2025
eng_logo
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა
- +

30 ოქტომბერი. 2018. 15:24

 

„გორში, 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულ იაგო ნებიერიძეს ბრალი დაუმძიმდა“, - აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ განუცხადა.

 

მისი თქმით, მას ბრალი წარედგინა 141-ე მუხლის საფუძველზე, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

 

„დაკავებულს დაუმძიმდა ბრალი და 141-ე მუხლის საფუძველზე წარედგინა. დაემატა მუხლი 141-ე, რომელიც არის გარყვნილი ქმედება. დამატებით გეტყვით იმას, რომ არის ყველანაირი მტკიცებულება იმისთვის, რომ დადგეს გამამტყუნებელი განაჩენი და დამნაშავე დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა საბანაძემ.

 

8 წლის გოგონა გორში 25 ოქტომბერს გარდაცვლილი იპოვეს. ბავშვის ცხედარი სამართალდამცავებმა წმინდა წყლის დასახლების ტერიტორიაზე, მდინარე ლიახვის ნაპირას ნახეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გოგონას სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული, 1984 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი იაგო ნებიერიძე 26 ოქტომბერს დააკავა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up