logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო
- +

30 ოქტომბერი. 2018. 15:47

 

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაწყებულია სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისიპირების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით,  რაც ხულიგნობას გულისხმობს.

 

„ახალქალაქში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, კერძოდ სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე  შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლით, რაც ხულიგნობას გულისხმობს. ამ ეტაპზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, როგორც კი რაიმე შედეგი იქნება და მოტივი  დადასტურდება, საზოგადოებას ამის შესახებ  დაუყოვნებლივ მიეწოდება ინფორმაცია, ისევე როგორც არჩევნებთან დაკავშირებულ ინციდენტებთან დაკავშირებით მოვახდინეთ საზოგადოების ინფორმირება“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner