logo_geo
eng_logo
ბალტიმორში „Amazon“-ის შენობა ჩამოინგრა – არიან დაღუპულები
- +

3 ნოემბერი. 2018. 22:21

 

აშშ-ს ქალაქ ბალტიმორში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ინტერნეტ-მაღაზია „Amazon“-ის საწყობი ჩამონგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. „CNN“-ის ცნობით, შემთხვევა პარასკევს, ღამით მოხდა, მსხვერპლის რიცხვი კი ოფიციალურად დღეს დადასტურდა.

 

ადგილობრივი სახანძრო დეპარტამენტის თქმით, მაშველებმა სპეციალური აღჭურვილობა გამოიყენეს, რათა დაედგინათ, კომპანიის სხვა თანამშრომლებიც ხომ არ მოყვნენ ნანგრევებში.

 

ადგილობრივ ტელეკომპანიასთან საუბრისას ნგრევა „Amazon“-ის ერთ-ერთმა თანამშრომელმა აღწერა. მისი თქმით, პროცესს ბომბების აფეთქებისმაგვარი ეფექტი ჰქონდა.

 

„შენობაში ვიდექი და თანამშრომელს ვესაუბრებოდი, რა დროსაც მე მარცხნივ წავედი, ის – მარჯვნივ და უცებ, ყვირილის ხმა გავიგეთ. [შენობის] შიგნით სრული სიგიჟე ხდებოდა. ისეთი ხმა იყო, თითქოს გარშემო ბომბები ცვიოდა”, – აღნიშნა მან.

 

„CNN“-ის ცნობით, ინციდენტის ღამეს ქალაქში უხვი ნალექი მოვიდა, თუმცა სამაშველო სამსახური ინციდენტის მიზეზს, ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner