-
+
9 ნოემბერი. 2018. 11:43
ერევანში კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა „კანონიერი ქურდი“ მერაბ კალაშოვი დააკავეს.
კალაშოვს 2015 წლიდან საფრანგეთის სამართალდამცველები ეძებდნენ. მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით.
მერაბ კალაშოვს ბრალი ედება დანაშაულის მომზადებაში მონაწილეობაში, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ მიტაცებული ქონების დამალვაში და ფულის გათეთრებაში.
სომხეთის პოლიციამ „კანონიერი ქურდის“ დაკავების შესახებ ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს შეატყობინა.