ფლორენციაში, „არტემიო ფრანკის“ სტადიონზე ბორჯღალოსნები იტალიის ეროვნულ ნაკრებს შეერკინა. „თამაში საქართველოს დამარცხებით ანგარიშით 28:17 დასრულდა.
ეროვნული ნაკრების საგულშემატკივროდ თბილისში, რესპუბლიკის მოედანზე ქართული რაგბის ქომაგები იყვნენ შეკრებილი და დიდ ეკრანზე ადევნებდნენ თვალს მატჩის მსვლელობას. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გასვლით თამაშზე მატჩისწინა ჰიმნი საქართველოდან შესრულდა.
იტალიასთან მატჩის შემდეგ ბორჯღალოსნები შინ დაბრუნდებიან და თიბისი რაგბის სერიების მომდევნო ორ შეხვედრას თბილისში გამართავენ - 17 ნოემბერსა „ავჭალაზე“ სამოასთან და 24 ნოემბერს „მიხეილ მესხზე“ ტონგასთან.