logo_geo 14:35
ორშაბათი. 24 მარტი. 2025
eng_logo
შსს-მ ქურდობის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა
- +

18 ნოემბერი. 2018. 14:02

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს დეტექტივების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი  გ.გ. და  1980 წელს დაბადებული, წარსულში ბინის ქურდობისთვის ნასამართლევი - ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი გ.მ. თბილისში, ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა თბილისში, ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე, ერთ-ერთი მოქალაქის კუთვნილ საცხოვრებელ ბინაში კარის საკეტის გამღები ინსტრუმენტის  - ე.წ. „ატმიჩკის“ გამოყენებით, უკანონოდ შეაღწიეს და მასში არსებული ნივთების დაუფლებას ცდილობდნენ. სამართალდამცველებმა ორივე პირი ბინაშივე დანაშაულის ჩადენის დროს დააკავეს. პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, ნაქურდალი ნივთები და კუსტარულად დამზადებული კარის საკეტის გამღები მოწყობილობა  ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
მარტი 2025
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            
right_banner
up