logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია!
- +

21 ნოემბერი. 2018. 00:56

„ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნა არალეგიტიმურია და მათ ყველა ვარიანტში მოუწევთ კანონს და კონსტიტუციას პატივი სცენ“ , - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

მისივე თქმით, საქართველოში არჩევნები არ ყალბდება. „რაც ჩვენ მოვედით, საქართველოში არჩევნების გაყალბების მცდელობას არ ყოფილა. მე პირადად ნათქვამი მაქვს: ხელს მოვაჭრი ვინმემ გაბედოს და თავში გაივლოს, რომ ყუთში სხვის ბარათის ჩაგდებას გაიფიქრებს“ , - განაცხადა ივანიშვილმა.

 

როგორც „ქართული ოცნების“ თავჯდომარემ განაცხადა, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სახელმწიფო იყოს ძლიერი და მოსახლეობა სწორი მიმართულებით განვითარდეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner