„გაერთიანებულ ოპოზიციაში ისეთი ხალხი ზის, სულ პატარა ბიძგია საჭირო, არჩევნების შემდეგ, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყოს! ხომ ვნახეთ რაც იყო ძმათა მკვლელობა ზვიად გამსახურდიას დროს, რა უბედურებაც გვჭირდა! ყველაფრის მნახველი ვარ და აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული!“ - ამბობს ცნობილი მსახიობი თამარ სხირტლაძე... 90 წელს მიღწეული მსახიობი „კვირის პალიტრას“ ესაუბრა თუ რატომ არის მისთვის წარმოუდგენელი „ნაციონალური მოძრაობის" ისევ ხელისუფლებაში დაბრუნება და რატომ უჭერს მხარს სალომე ზურაბიშვილს.
„ნაციონალური მოძრაობის“ ისევ ხელისუფლებაში დაბრუნების შანსს ძალიან ცუდად ვაფასებ! ჯერ ერთი რატომ ჰგონიათ, რომ ეს რეალურია? - არ მგონია, ეგ ხალხმა დაუშვას! წინა ტურზე ხალხი არჩევნებზე არ გამოვიდა და იმიტომ მოხდა ასე. მეც მიფიქრია, რატომ უნდა ავდგე, ჩავიცვა და წავიდე არჩევნებზე-მეთქი...
საშინლად მაგონდება ის წლები! ვალერი გელაშვილი რომ სცემეს და ყბა ჰქონდა მონგრეული, წადით ერთი, იკითხეთ და გამოიძიეთ, რატომ სცემეს... სრული განუკითხაობა იყო და ბიზნესს თუ ვინმე არ დათმობდა, მსგავს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა! ერთხელ ხმამაღლა ვთქვი, კიდევ კარგი არაფერი გამაჩნია, "ხრუშჩოვკაში" ვცხოვრობ, თორემ წამართმევდნენ, გამლახავდნენ და რაღაცას მომწევდნენ-მეთქი... სანდრო გირგვლიანის დედის საცოდაობით ვიწვოდი, ახლა კიდევ ნახეთ, მიხეილ სააკაშვილი გამოდის და იძახის, რაღა დროს გირგვლიანიაო... აბა, მიცვალებულის პატრონს ჰკითხეთ, რას ფიქრობს?! მიცვალებულს მაინც ნუ შეეხები, შე დალოცვილო!
ახლაც ისეთი ხალხი ზის მანდ, სულ პატარა ბიძგია საჭირო, არჩევნების შემდეგ, რომ თბილისში სამოქალაქო ომი დაიწყოს! ხომ ვნახეთ, რაც იყო ძმათა მკვლელობა ზვიად გამსახურდიას დროს, რა უბედურებაც გვჭირდა! ყველაფრის მნახველი ვარ და აღარ შემიძლია, ცუდად ვარ! რომელი პოლიტიკოსი მე ვარ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერში ვარ ჩართული! გავგიჟდი, ამდენი საშინელება როგორ შეუძლია „რუსთავი 2"-ს?! საპრეზიდენტო კანდიდატ ქალს შეიძლება ასე ექცეოდნენ?!“ - განაცხადა თამარ სხირტლაძემ.