logo_geo
eng_logo
ხმელთაშუა ზღვაში EgyptAir-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს
- +

19 მაისი. 2016. 17:48



სააგენტო „როიტერის" ცნობით, ხმელთაშუა ზღვაში ავიაკომპანია EgyptAir-ის კუთვნილი ლაინერის, A320-ის ფრაგმენტები აღმოაჩინეს.



სააგენტოს ინფორმაციით, ფრაგმენტები ნაპოვნია 80 კილომეტრში იმ ტერიტორიიდან, სადაც ლაინერი რადარებიდან გაქრა.



ბოლო რამდენიმე საათია, ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს.



ჯერჯერობით არც ეგვიპტის და არც საფრანგეთის ხელისუფლებას მომხდარის შესახებ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.


თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც პარიზიდან კაიროში მიემგზავრებოდა, 66 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 56 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner