logo_geo
eng_logo
ირინა სარიშვილი: ჩემი ცხოვრება ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა – გიამდე, გიას დროს და გიას შემდეგ...
- +

8 დეკემბერი. 2018. 03:15

 

 

ირინა სარიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„რომ აღარაფერი ვთქვა იმაზე რომ თვით მე სამყაროს მერვე საოცრება მოვევლინე ქვეყნიერებას დეკემბერში, ეს თვე ყველაზე დატვირთული და წინააღმდეგობრივი გრძნობების თვეა ჩემს ცხოვრებაში.

3 დეკემბერი – ტერაქტის დღე, როცა მოკლეს გია და მე გადავრჩი.

4 დეკემბერი – დაიღუპა 3 დეკემბერს დაჭრილი მერაბ ბარამია, რომელიც მე გადამეფარა.

7 დეკემბერი, როცა გიას სიკვდილი გამაგებინეს. მანამდე მიმალავდნენ მძიმედ დაჭრილს, როგორც ექიმებმა მითხრეს იმიტომ რომ თურმე სანამ ოპერაციას გამიკეთებდნენ დ მერეც ვყვიროდი თუ გია მკვდარია მე არ გადამარჩინოთთქო.მე ეს არ მახსოვს.

13 დეკემბერი, როცა სიცოცხლისკენ მობრუნებული ჩემი პატარა რიჟიკა გიორგი ადამიანთა გულგრილობამ მოკლა.

 

ამ 13 დეკემბრის შემდეგ სრული სიბნელე, სასოწარკვეთა და მხოლოდ მარტში ვიგებ რომ რიჟიკას ცაში გაფრენიდან 5 დღეში – 18 დეკემბერს ჩემი და ჩვენი ტყუპები ბარბარე და მარიამი დაბადებულან.

24 დეკემბერს როგორც გითხარით ჩემი დაბადების დღეა. 26 დეკემბერს ჩემი მესამე ბიჭი საბა დაიბადა... საბამ, ლუკამ და ირაკლიმ მომაბრუნეს მაშინ 3 დეკემბრის მერე სიცოცხლისკენ.

 

და ისევ დღევანდელ დღეს 3 დეკემბერს რომ დავუბრუნდე, ჩემი ცხოვრება ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა – გიამდე, გიას დროს და გიას შემდეგ. და როგორი დაუჯერებელიც არ უნდა იყოს, ჩემი ყველა შვილი – გიას სიკვდილის შემდეგ დეკემბერში, იანვარში, თებერვალში და ივლისში დაბადებულები, ჩემთვის გიას დროშია. ალბათ იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, გია რომ ცოცხალი ყოფილიყო, ჩვენ ლუკა, ირაკლი, საბა, ალექსანდრე, ბარბარე, მარიამი და რიჟიკა გიორგი გვეყოლებოდა შვილები. ეს ვიცი ზუსტად და ალბათ ამიტომ მე გიასნაირ კაცს არც შევხვედრივარ და ვერც შევხვდები...

 

სიცოცხლე მშვენიერია და გრძელდება“, - წერს სარიშვილი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner