საახალწლო განათებების მონტაჟის გამო, დღეს 9 დეკემბერს, 00:00 საათიდან 10 დეკემბრის 07:00 საათამდე მელიქიშვილის გამზირი გადაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სამუშაოებს „თბილსერვის ჯგუფი“ ახორციელებს.
თბილისის მერია მოქალაქეებს ბოდიშს უხდის შეფერხებისთვის.