„1888 წელს დედამიწაზე 1 მილიარდ 457 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა - „მოკლე აღწერა ქვეყნიერობისა“ 130 წლის წინანდელი კალენდრიდან“, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული არქივი facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს.
„ვალერიან გუნიას შედგენილი პირველი კალენდარი 1888 წელს გამოვიდა.
კალენდარში დაბეჭდილი სტატიები იმდროინდელი საქართველოსა და მსოფლიოს შესახებ საინტერესო ინფორმაციას გვაწვდის“, - წერს საქართველოს ეროვნული არქივი და ფოტოს აქვეყნებს.