logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: სომხეთი NATO-სკენ არ ისწრაფვის, თუმცა აგრძელებს მასთან თანამშრომლობას
- +

11 დეკემბერი. 2018. 02:57

 

 

„სომხეთი NATO-სკენ არ ისწრაფვის, თუმცა აგრძელებს მასთან თანამშრომლობას“, – ეს განცხადება სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლ ფაშინიანმა საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებთან გააკეთა.

 

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ვრცლად ისაუბრა მისი ქვეყნის NATO-სთან, ევროკავშირთან და რუსეთთან თანამშრომლობაზე და განაცხადა, რომ პარტნიორულ ურთიერთობებს სამივე მათგანთან გააგრძელებს.

 

„ჩვენ გვაქვს NATO-სთან კარგი და დიდხნიანი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია სამშვიდობო მისიებთან, მათ შორის კოსოვოში, ავღანეთში და ა.შ. ჩვენ განვაგრძობთ ამ თანამშრომლობას. თუმცა, ჩვენ არ მივისწრაფვით NATO-ში. სომხეთს ასევე მნიშვნელოვანი და კარგი ურთიერთობა აქვს ევროკავშირთან. ჩვენ ვართ ეკონომიკური გაერთიანების წევრებიც, თუმცა ჩვენ მნიშვნელოვანი პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს რუსეთთანაც და ვფიქრობ, რომ პარტნიორული ურთიერთობები სამივე მათგანთან უნდა გავაგრძელოთ. ჩვენ, სომხებს გვსურს მშვიდობა და ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა მხარესთან თანამშრომლობა“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner