მოკლული გიორგი გამცემლიძის მამა ჯამბულ გამცემლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„10 დეკემბერი - ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე ...
კი ბატონო იყოს, ასე მგონია დედამიწაზე სადღაციდანა ვარ გადმოსროლილი, ათ წელზე მეტია სამართალს ვეძებ და ვერა და ვერ მივაკვლიე სად იწყება და სად მთავრდება ჩემი უფლებები...
მრავალს დაესწარით ყველა, ვისთვისაც სიცოცხლის უფლება კონსტიტუციითაა გარანტირებული, ყველანი იყავით კარგად და სადარდებლად მეც ვეყოფი ამ ქვეყანას, რომელიც თურმე ჩემი არ ყოფილა...“, - წერს გამცემლიძე.