logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: ივლისში მთის კვირეული აღინიშნება
- +

11 დეკემბერი. 2018. 15:30

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ექსპო ჯორჯიაში“ მაღალმთიანი რეგიონების განვითარების სტრატეგიაზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოში მთავრობის გადაწყვეტილებით, ივლისში მთის კვირეული აღინიშნება.

 

მთავრობის მეთაურის განცხადებით, კვირეული სიმბოლურად, მთის კანონის მიღების დღის, 16 ივლისის კვირეულში გაიმართება.

 

„მახსოვს როდესაც მთის კანონს ვიღებდით, ისეთი გამონათქვამები ისმოდა, რომელიც ყველას დაგვამახსოვრდა: ეს პროექტი იქნება წყალში გადაყრილი ფული, ამით ჩვენ ვერ მოვუტანთ შედეგს მთის მოსახლეობას და ა.შ. ჩვენ ამ სტრატეგიის შემუშავებაში დაგვეხმარა საერთაშორისო დონის ექსპერტები და ორი სახელმწიფო - შვეიცარია და ავსტრია, რომლებიც საუკეთესო მაგალითები არიან თუ როგორ უნდა გამოიყენოს ქვეყანამ მთა ეკონომიკის ასაყვავებლად. ეს სტრატეგია მოგვცემს საშუალებას რეალიზება გავუკეთოთ ჩვენს ყველაზე დიდ სიმდიდრეს - ქართულ მთას.

 

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება მთის კვირეული დავაწესოთ, რომელიც სიმბოლურად მთის კანონის მიღების დღეს - 16 ივლისის კვირეულში გაიმართება. ეს საშუალებას მოგვცემს თქვენთან ერთად მთაში აღვნიშნოთ ეს საზეიმო დღეები და ვაქციოთ ნამდვილ სახალხო დღესასწაულად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner