logo_geo
eng_logo
მამუკა ბახტაძე: vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს
- +

11 დეკემბერი. 2018. 20:39

 

 

„vali.ge არის ერთადერთი საიტი, რომელიც ჩვენი პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს“, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ FACEBOOK-LIVE-ში საუბრისას განაცხადა.

 

მთავრობის მეთაური გამოეხმაურა ყალბი გვერდების გახსნის საკითხს და მოსახლეობას მოუწოდა, ე.წ fake ვებგვერდებით არ ისარგებლონ.

 

მთავრობის მეთაურმა ასევე ისაუბრა 2019-2020 წლებში დაგეგმილი მნიშვნელოვანი რეფორმების შესახებ.

 

პრემიერის განცხადებით, მომავალი ორი წლის განმავლობაში ბიუჯეტი იქნება დაახლოებით 27 მილიარდი ლარი იქნება.

 

„ეს არ არის ის რესურსი, რომ ყველა პრობლემა მოვაგვაროთ, მაგრამ არის თანხა, რომლითაც ჩვენი მოქალაქეების წინაშე არსებული პრობლემების ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილის გადაჭრას შევძლებთ. მთელი პოლიტიკური გუნდი მოტივირებულია, რომ რაც შეიძლება მოკლე ვადაში დავაყენოთ დადებითი შედეგები ჩვენი მოქალაქეებისთვის ყველა რეგიონში“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner