logo_geo
eng_logo
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მაიკ პომპეოსა და სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
- +

12 დეკემბერი. 2018. 01:10

 

 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და საქართველოს არჩეული პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის სატელეფონო საუბრის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილის, რობერტ პალადინოს განცხადებით, საქართველოს არჩეულ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ დაურეკა და საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

 

„მათ ისაუბრეს საერთო გლობალური უსაფრთხოების პრიორიტეტებთან დაკავშირებით აშშ-საქართველოს თანამშრომლობაზე, აშშ-ის უცვლელ მხარდაჭერაზე საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, ასევე საარჩევნო და სასამართლო რეფორმების მნიშვნელობაზე საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და დასავლური ინტეგრაციისთვის“, – აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner