logo_geo
eng_logo
დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- +

12 დეკემბერი. 2018. 01:12

 

 

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, დედაქალაქის რამდენიმე უბანში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

 

ვაკის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 04 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის, ნინო რამიშვილის, კოკა კლდიაშვილის და ყიფშიძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 16 საათამდე დროის შუალედში ერთი საათით შეზღუდვა შეეხება: ფალიაშვილის, კავსაძის, ირაკლი აბაშიძის და რადიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

გლდანის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 01 საათიდან 07 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“,I, II მიკრორაიონების, ფორე მოსულიშვილის, ქერჩის, ილია ვეკუას, აკაკი ვასაძის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის V მიკრორაიონის და დავით სარაჯიშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

დიდუბის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 11 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და დავით ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყალტუბოს ქუჩის მაცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), წყალტუბოს (ნაწილობრივ), მირცხულავას და აგლაძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 12 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის, არჩილ კერესელიძის, ალექსი გოგოლაურის, აგლაძის და დიდუბის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

ისნის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, ხახანაშვილის, ვაჟა ივერიელის და წინანდლის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

მთაწმინდის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის და ვასო აბაშიძის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

საბურთალოს რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, დოლიძის და ბოლქვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 10 საათიდან 14 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის I მიკრორაიონის, ფარნავაზის გამზირის და პეტრე იბერის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პლატო ნუცუბიძის IV მიკრორაიონის და კაპანელის ქუჩის მცხოვრებლებს.

 

კრწანისის რაიონი – საინვესტიციო პროგრამით გათვალისწინებული სამუშაოების გამო 11 საათიდან 12 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი ხეივნის, საბატონოს და წითლანაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

 

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება” – აცხადებენ კომპანია “თელასში”.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner