logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: სალომე ზურაბიშვილი დიდი გამოცდილების მქონე პოლიტიკოსია
- +

12 დეკემბერი. 2018. 10:31

 

NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი.

 

 

„საერთაშორისო საზოგადოება მომავალ პრეზიდენტს მრავალი წელია ვიცნობთ, რა თქმა უნდა, საფრანგეთის ჩათვლით. ის არის ლოიალური, დიდი გამოცდილების ქართველი პოლიტიკოსი. მე ვნახე მისი სტატიები „Financial Times“- ში, სადაც საუბრობდა საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისთვის მის მიერ გაწეულ უდიდეს ძალისხმევაზე. მოუთმენლად ველოდები მასთან შეხვედრას. რაც ჩვენ მის სტატიაში ვნახეთ და აგრეთვე რაც მასთან პირად საუბრებში მოვისმინეთ, მარწმუნებს, რომ გააკეთებს იმას, რაც თქვა, აღასრულოს ქართველი ხალხის ნება“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

სტატია „Financial Times“-ში რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა. პუბლიკაციაში საქართველოს არჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მისი გამარჯვება ევროპისა და დასავლეთის გამარჯვებაა, რუსეთთან დაკავშირებით კი ამბობს, რომ ჩრდილოელ მეზობელს საქართველოს 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. სტატიაში ზურაბიშვილი ასევე ამბობს, რომ ის ქვეყანაში დემოკრატიის განვითარებისა და კანონის უზენაესობის გარანტორი იქნება.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner