logo_geo
eng_logo
ალექსანდრე ქანთარია: თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს
- +

12 დეკემბერი. 2018. 13:27

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალექსანდრე ქანთარია „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 16 დეკემბერს თელავში დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ გაიგო ან არ სურს, გაიგოს, რომ არჩევნები დასრულდა და წააგეს.

 

„სხვაობა ორი პროცენტი რომ იყოს, დავფიქრდებოდი, მაგრამ არც ხუთია, არც ათია, ოცამდეა. თელავის გალავანს ბევრი რამ ახსოვს  ყიზილბაშებიდან, ლეკებიდან დაწყებული და „ნაციონალების“ აქციასაც გადაიტანს. თუ კონსტიტუციური ჩარჩოდან გავლენ, ადგილები მზად არის, მაგრამ სააკაშვილის მოწოდებებს არ იზიარებენ. თუ კონსტიტუციიდან გავლენ, ნებისმიერი ადამიანი პასუხს მიიღებს. აქციები ტრამპის ინაუგურაციასაც ახლდა“, – განაცხადა ალექსანდრე ქანთარიამ.

 

16 დეკემბერს თელავში არჩეული პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია გაიმართება. ამავე დღეს, გაერთიანებული ოპოზიცია თელავში აქციას გამართავს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner