logo_geo
eng_logo
ივანე მაჭავარიანი: 2019 წელს ადამიანური რესურსების განვითარების მიზნით 1.8 მლრდ ლარზე მეტია გათვალისწინებული
- +

12 დეკემბერი. 2018. 16:41

 

2019 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ისაუბრა იმ რესურსებზე, რომელიც მომავალ წელს მიიმართება ადამიანური რესურსების განვითარების მიმართულებით.

 

მისი განცხადებით, აღნიშნული მიზნისთვის, მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გამოყოფილია 1.8 მლრდ ლარზე მეტი. როგორც მან აღნიშნა, საგანმანათლებლო პროგრამების დაფინანსება, (ინფრასტრუქტურის ჩათვლით) 2018 წელთან შედარებით მომავალ წელს გაზრდილია 180,0 მლნ ლარზე მეტით.

 

 

მისი თქმით, განათლების პროგრამების დაფინანსება მომავალ წელს იზრდება 1 194 მლნ ლარამდე.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner